ფეხბურთი

16:48 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რატომ ჩაიშალა "ლოკომოტივი 2" - "გაბალა 2"?

აზერბაიჯანული "გაბალას" სარეზერვო გუნდი საქართველოში იყო ჩამოსული და სამი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. უფრო სწორად, ორნახევარი... მესამე ჩაიშალა.

"გაბალამ" ჯერ თბილისის "დინამო 2"-თან 0:0 ითამაშა, მერე "საბურთალო 2"-თან 3:1 მოიგო, ხოლო კვირას საგურამოში "ლოკომოტივთან 2"-თან მატჩი 52-ე წუთზე შეწყდა - როცა ანგარიში 1:1 იყო.

პირველ ტაიმში აზერბაიჯანელებმა პენალტი გაიტანეს და 1:0-ს იგებდნენ. ტაიმი ასეც დასრულდა, თუმცა 48-ე წუთზე ობოლაძემ გაათანაბრა. მალევე, მოედნის ცენტრში წაკინკლავდნენ "ლოკოს" ნახევარმცველი სანდრო შეწირული და აზერბაიჯანელთა ერთ-ერთი მოთამაშე.

ფეხბურთელები ერთმანეთზე იწევდნენ, თუმცა ჩხუბი არ ყოფილა. მათი ერთ-ერთი მწვრთნელი, ნაცვლად იმისა რომ სიტუაცია დაეწყნარებინა, "ლოკოს" ფეხბურთელებს უყვიროდა. აზერბაიჯანელები მოედნიდან დემონსტრაციულად გავიდნენ - ქართველები უხეშად თამაშობენო.

არადა, ჩვეულებრივი თამაში იყო, უხეშს ვერ დაარქმევდი. "ლოკოს" ჭაბუკებს სხვა აზრი ჰქონდათ: სათამაშო უპირატესობას ვფლობდით და პროვოკაციები დაიწყეს, მოედნიდანაც იმიტომ გავიდნენ, რომ წაგების სუნი იგრძნესო.

0.115016