“ბარსელონას” პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე გომეში, შესაძლოა, “ლივერპულში” გადავიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ 24 წლის მოთამაშე კატალონიელების სქემაში არ ჯდება, ის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ბლაუგრანას” დატოვებს.
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გომეში შეიძლება გახდეს გარიგების ნაწილი ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერში, რადგან "ბარსელონა" და "ლივერპული" ბრაზილიელის ფასზე ვერ თანხმდებიან და “წითლებმა” უარი განაცხადეს კოუტინიოს კატალონიაში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაშვებაზე.