ფრანგული პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი ყოველწლიური ანაზღაურების სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს.
24 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს კატალონიური „ბარსელონა“ იჩენდა და პარიზელებმა მას ხელფასი გაუორმაგეს, რითაც ტრანსფერის ალბათობა გამორიცხეს.
ვერატის ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს და მისი „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის მოტივად ესეც სახელდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფრანგულმა გრანდმა ნეიმარი შეიძინა, ვერატიმ პსჟ-ში დარჩენა მყარად გადაწყვიტა და ამით ფინანსურადაც დიდი მოგება ნახა.