ფეხბურთი

16:56 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "რუსეთის პირველი დივიზიონი ინგლისის ჩემპიონშიფზე სუსტი არაა"

რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბ "ორენბურგის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ვორონეჟის "ფაკელთან" სტუმრად 1:0 მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ყველა მატჩი რთულია და აზრი არ აქვს, შინ თამაშობ თუ გასვლაზე. ყველა იბრძვის. "ფაკელს" მომენტი არ ჰქონია, ხოლო ჩვენ რამდენიმე ვერ გამოვიყენეთ. ფეხბურთელებს მადლობა უნდა გადავუხადო. პრობლემები გვქონდა, თვითმფრინავის დაზიანების გამო აქ დროულად ვერ ჩამოვედით.

...რუსეთის პირველი დივიზიონი ინგლისის ჩემპიონშიფზე სუსტი არაა. ინგლისში მეტი რეკლამაა, თამაში კი აქაც საკმაოდ რთულია, რაც დღესაც გამოვცადეთ".

ქეცბაიას ინგლისის პრემიერლიგის გარდა, ჩემპიონშიფშიც აქვს ნათამაშევი: "ვულვზის" მაისურით.

0.116427