შევიტყვეთ, რომ დონეცკის "შახტარი" გიორგი არაბიძის პოლტავის "ვორსკლაში" განათხოვრების საკითხს განიხილავდა. ამის შესახებ უკრაინული სანდო წყაროდან შევიტყვეთ. WORLDSPORT.GE უკრაინაში მცხოვრებ ტელეწამყვანს, მიხეილ მეტრეველს დაუკავშირდა. ის არაბიძის წარმომადგენელია და ბოლო პერიოდში სამენეჯერო საქმიანობასაც ეწევა.
"არა, "ვორსკლას" შესახებ სიმართლე არ არის. არაბიძის სატრანსფერო თემაზე, ჯერჯერობით, სიახლეებს ველოდებით" - გვიპასუხა მეტრეველმა.
არაბიძემ შაბათს "შახტარის" 21-წლამდელებში ითამაშა. ეს "მარიუპოლის" ახალგაზრდულთან შეხვედრაში, რომელიც 2:2 დასრულდა. გიორგი სასტარტოში იყო და 35-ე წუთზე შეცვალეს იმის გამო, რომ "შახტარს" მცველი გაუძევეს. მწვრთნელმა შემტევი (არაბიძე) გაიყვანა და მეოთხე მცველი დაამატა.
გიორგის მიმართ დასავლეთ ევროპის კლუბებიდანაც არის ინტერესი, მაგრამ "შახტარი" იაფად არ გაჰყიდის ფეხბურთელს. მთავარი პრობლემა, ჯერჯერობით, ეს არის.