“უოტფორდს” ესპანელი მარცხენა მცველის ალბერტო მორენოს შეძენა სურს – წერს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “ლოსებს” მაღალი დონის მარცხენა მცველის დამატება სურთ და ერთ-ერთ კანდიდატად “ლივერპულის” ფეხბურთელს განიხილავენ.
სათქმელია, რომ მორენოს გასულ სეზონში იურგენ კლოპი დიდად არ სწყალობდა და მოედანზე გასვლა მხოლოდ 18-ჯერ მოუწია.
25 წლის მცველს მერსისაიდულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და 10 მილიონ ევროდაა შეფასებული.