ირაკლი სირბილაძემ თავის გუნდს ქულა მოუტანა. "კოკოლას" ქართველმა ფორვარდმა ჰაკა-სთან შეხვედრაში 72-ე წუთზე 2:2 გახადა ანგარიში და მატჩიც ასე დასრულდა. სირბილაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.
"კოკოლა" ფინეთის რანგით მეორე ლიგაში მესამე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ "ჰონკას".
რუსეთის პრემიერლიგაში ჯიმი ტაბიძის "უფა" შინ მე-80 წუთზე აგებდა "ახმატთან" და სამი გოლი გაიტანა, ბოლოს კი ერთი გაუშვა - 3:2 იმარჯვა. ტაბიძემ 90 წუთი ითამაშა და კარგია, რომ პრემიერლიგის გუნდში ადგილი დაიმკვიდრა.
რუსეთის პირველ დივიზიონში თემურ ქეცბაიას "ორენბურგმა" სტუმრად 1:0 მოუგო ვორონეჟის "ფაკელს" და ექვსი ტურის შემდეგ, სამი გამარჯვება და სამი მარცხი აქვს.
დანიის უმაღლეს ლიგაში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" "ობროსთან" სტუმრად 0:2 წააგო და ბოლო საფეხურზეა. ლობჟანიძემ 82 წუთი დაჰყო მოედანზე.