37 წლის ირლანდიელი რობი კინი ინდოეთში გააგრძელებს კარიერას. "ატლეტიკო დე კალკუტა" - ასე ჰქვია კინის ახალ გუნდს.
ირლანდიელი ფორვარდი ხუთი წლის განმავლობაში თამაშობდა "ლოს-ანჯელეს გელაქსიში" და რამდენიმე თვის წინ დატოვა ეს კლუბი. რობი კინი ირლანდიის ნაკრების რეკორდსმენია როგორც ჩატარებული მატჩების, ასევე გოლების რაოდენობის მხრივ - 146 თამაშში 68 გოლი.