ფეხბურთი

16:53 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: სამი ფეხბურთელი “ბარსასთან” ერთ ნაბიჯშია

კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარის დაკარგვის შემდეგ საკადრო გაძლიერებას აპირებს. ესპანური მედიის და კერძოდ, Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბლაუგრანა” ძალიან ახლოსაა ერთბაშად სამი ტრანსფერის განხორციელებასთან – ინიგო მარტინესის, უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოსი.

წყაროს ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდემ კლუბის ხელმძღვანელობას კატეგორიულად მოსთხოვა “სოსიედადის” მცველის, მარტინესის შეძენა, ხოლო “ბარსა” ბასკებს 32 მილიონ ევროს გაუდაუხდის.

რაც შეეხება კოუტინიოს, 70- და 80-მილიონიანი წინადადებების უარყოფის შემდეგ, ესპანელებმა “ლივერპულს” 100 მილიონი შეაძლიეს და როგორც ჩანს, საბოლოოდ დაიყოლიეს იურგენ კლოპის კლუბი.

უსმან დემბელეს შეძენა კი “ბარსელონას” 90 მილიონი დაუჯდება. ანუ, გამოვიდა, რომ ნეიმარის გაყიდვიდან მიღებული 222 მილიონით “ბარსა” სწორედ ზემოხსენებულ ფეხბურთელებს დაიმატებს.

Mundo Deportivo-ს მტკიცებით, ფილიპე კოუტინიო, ინიგო მარტინესი და უსმან დემბელე “ბარსელონასთან” ერთ ნაბიჯში არიან.

0.061655