საქართველოს 3x3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საასპარეზოდ უნგრეთის ქალაქ შოლნოკში გაემგზავრა. შესარჩევი ეტაპი 5 აგვისტოს დაიწყება და ჩვენი ქვეყნის ნაკრებებთან ერთად ჯგუფში საფრანგეთისა და ესტონეთის ნაკრებებიც იასპარეზებენ.
თამაშების განრიგი
5 აგვისტო
15:40 საფრანგეთი - საქართველო
19:20 ესტონეთი - საქართველო
საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 კალათბურთელი დაიცავს: ნიკა ყირიმელი, გიორგი კუჭავა, გიორგი კვაჭანტირაძე და ტატო ოთიაშვილი.
თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ნახვას მოცემულ ბმულზე შეძლებთ: https://www.youtube.com/watch?v=OAVrADcZGHg
gbf.ge