კალათბურთი

23:30 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიტვის ტურნირზე საქართველოს მატჩებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი უჩვენებს

4 და 5 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვის ქალაქ კლაიპედაში საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის ჩვენების უფლება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოიპოვა. 4 აგვისტოს, თბილისის დროით 17:45 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ლატვიისა და საქართველოს ნახევარფინალურ მატჩს პირდაპირ ეთერში გადმოსცემს. მეორე ნახევარფინალში ლიტვა პოლონეთს შეხვდება. მეორე დღეს, 5 აგვისტოს, გამარჯვებულები ფინალში (19:00) ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულები მე-3 ადგილს (17:45) გაითამაშებენ.

gbf.ge

0.121872