ფეხბურთი

17:30 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ტრანსფერებით კმაყოფილია

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამ ზაფხულს კლუბის მიერ განხორციელებული ტრანსფერებით კმაყოფილია და ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, კლუბმა კარგი ფეხბურთელები შეიძინა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთ ტრანსფერზე უარს არ იტყვის.

“ჩვენი სამი უმთავრესი სატრანსფერო მიზანი მიღწეულია. მინდა მადლობა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას, რადგან ახლა სატრანსფერო ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ძალიან ძნელია სასურველი მოთამაშეების შეძენა. რა თქმა უნდა, უფრო ბედნიერი ვიქნები, თუკი ერთ ტრანსფერს კიდევ მოვასწრებთ” - განაცხადა მოურინიომ, თუმცა მეოთხე სამიზნის დაკონკრეტება არ ისურვა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ევერტონიდან” ფორვარდი რომელუ ლუკაკუ შეიძინა, “ჩელსიდან” ნახევარმცველი ნემანია მატიჩი, “ბენფიკადან” მცველი ვიქტორ ლინდელოფი.

0.107728