კალათბურთი

10:49 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა მეხუთე მარცხი და ბრძოლა გადარჩენისთვის

საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფურ ეტაპზე 5 თამაში ჩაატარა და ხუთივე წააგო. არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი გუნდი ბოლო ტურში უნგრეთის ნაკრებთან 59:66 დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

საქართველო - უნგრეთი 59:66

ქართველი კალათბურთელები ხვალიდან მე-17-24-ე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან, სადაც პირველი მეტოქე ლუქსემბურგია. ამ ეტაპზე გამოვლინდება B დივიზიონის ბოლოადგილოსანი გუნდი, რომელიც მომავალ წელს C დივიზიონში დაქვეითდება. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.

ჯგუფიდან, სადაც ქართველები ასპარეზობდნენ, მომდევნო ეტაპზე ხორვატიისა და ბულგარეთის ნაკრებები გავიდნენ.

0.11538