ლა ლიგაში დაბრუნებულმა “ხეტაფემ” ლონდონის “არსენალის” მესამე მეკარე ემილიანო მარტინესი ინათხოვრა. მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, არგენტინელი კიპერი “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.
24 წლის კიპერი “არსენალმა” 2010 წელს “ინდეპენდიენტედან” 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა არგენტინელმა გუნდში დამკვირდება ვერ მოახერხა და ამ დროის განმალობაში “მეთოფეების” კარის დაცვა მხოლოდ 13-ჯერ ანდეს. ის სხსვადასხვა პერიოდში “ოქსფორდში”, “შეფილდ უენსდიში”, “როტერჰემში” და “ვულვზში” გახლდათ განათხოვრებული.