ფეხბურთი

23:15 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” “რენის” ფეხბურთელი დაიმატა

საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე “რენის” ყოფილი შემტევი ადამა დიაქაბი კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. 21 წლის მოთამაშემ ახალ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

დიაქაბი “რენის” ახალგაზრდულ გუნდს 2015 წელს შეუერთდა და მთავარ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს. გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 29 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა.

0.107437