ფეხბურთი

21:50 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” კიაერი გაიფორმა

დანიის ეროვნული ნაკრების და “ფენერბაჰჩეს” აწ უკვე ყოფილი მცველი სიმონ კიაერი კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს. როგორც ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ესპანურ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა.

კიაერმა კარიერა “მიდტულანდში” დაიწყო და წლების განმავლობაში “პალერმოს”, “ვოლფსბურგის”, “რომას” და “ლილის” ღირსებას იცავდა. “ფენერბაჰჩეში” მცველი ბოლო ორი სეზონი თამაშობდა და 85 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.

0.130277