საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა და ისევ წააგო. არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი გუნდი ბულგარელ თანატოლებს შეხვდა და 21 ქულის სხვაობით - 62:83 დამარცხდა (VIDEO).
საქართველოს ნაკრებში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ 1 მოთამაშე ასცდა. ნიკა ჩეჩელაშვილმა 17 ქულა მოაგროვა. ქართველებმა მხოლოდ მე-3 მეოთხედი არ წააგეს, რომელიც ფრედ - 15:15 დაასრულეს. დანარჩენ მეოთხედებში ბულგარელთა უპირატესობა აშკარა იყო.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს 4 თამაშიდან 4 წაგება აქვს და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს დღეს, უნგრეთის ნაკრებთან გამართავს. ჯგუფური ეტაპის შემდეგ საქართველო 17-24 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება. ეს საიმისოდაა დაგეგმილი, რათა გამოვლინდეს B დივიზიონის ბოლოადგილოსანი გუნდი, რომელიც მომავალ წელს C დივიზიონში დაქვეითდება.
gbf.ge