ავსტრიული კილცბურგი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარუმატებელი ტურნირი გამოდგა ჯერ იყო და გუშინ ერთეულთა თანრიგში სებასტიან ოფნერთან 5:7, 0:3 მარცხდებოდა და თამასი შეწყვიტა, ხოლო დღეს წყვილთა თანრიგში ბასილაშვილი-ბურის დუეტი პერალტა-ზებალიოსის წყვილთან 1:6, 0:6 განადგურდა. შეხვედრა სულ 45 წუთს გაგრძელდა.
შარშან ნიკამ კილცბურგის ტურნირის ერთეულთა თანრიგის ფინალი ითამაშა, წლეულს კი ბასილაშვილმა აღნიშნულ ტურნირზე ცუდად იასპარეზა და მოპოვებული სარეიტინგო ქულები დაკარგა.