ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ანხელ მარია ვილიარს და მის შვილს გორკას ესპანეთის სასამართლო გირაოს სანაცვლოდ გამოუშვებს. როგორც Europe Press-ი იუწყება, ვილიარი 300 000 ევროს გადაიხდის, ხოლო მისი შვილი - 150 000-ს. აღნიშნული პიროვნებები ესპანეთის პოლიციამ კორუფციული ბრალდებით დააკავა.
8 ივლისს, ვილიარი, მისი შვილი და კიდევ ორი ადამიანი ფედერაციის შენობიდან სამართალდამცავებმა წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები საბუთებს აყალბებდნენ და 45 მილიონი ევროს მოგება ნახეს.
ვილიარი პირველად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სათავეში 1988 წელს მოვიდა, მეორე ვადით კი 2016 წელს აირჩიეს. ანხელ მარია ასევე ფიფას ვიცე-პრეზიდენტია.