“სუონსის” 32 წლის გამოცდილი ესპანელი შემტევი ფერნანდო ლორენტე პრემიერლიგის ახალი სეზონის საწყის ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ლორენტემ ველოსიპედით სეირნობისას მხარი და მარცხენა ხელი დაიზიანა.
ლორენტე “სუონსის” “საუთჰემპტონთან” 12 აგვისტოს და “მანჩესტერ იუნაიტედთან” 19 აგვისტოს დანიშნულ მატჩებში ვერ დაეხმარება.