ტულის "არსენალის" ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ რუსული პრემიერლიგის გასულ ტურში (ყაზანის "რუბინთან" 1:2) თავი და ასევე, ყვრიმალი დაიზიანა. ოპერაცია დასჭირდა და დღეს გაუკეთეს.
გრიგალავას ჟონატასი შეეჯახა, მისი მუხლი მოხვდა სახეში და რა თქმა უნდა, შესაცვლელი გახდა.
ტულის "არსენალის" ექიმის ცნობით, ქართველი მცველი, სულ ცოტა, ერთი თვე ვერ ივარჯიშებს.