ფეხბურთი

13:50 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბლანს თურქეთის ნაკრებში იწვევენ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი, შესაძლოა, თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში. თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 51 წლის ფრანგმა სპეციალისტმა უკვე მიიღო შესაბამისი წინადადება.

როგორც ირკვევა, გასულ კვირაში ბლანს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ილდირიმ დემირონენი პარიზში ესტუმრა და მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

თურქეთის ნაკრებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფათიჰ თერიმი წვრთნიდა, რომელსაც პოსტის დატოვება ცოტა ხნის წინ სკანდალური ფაქტის გამო მოუწია. ცნობილია, რომ 63 წლის თურქმა მწვრთნელმა სამსახური ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო დაკარგა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თურქეთის ეროვნული გუნდი I ჯგუფში 11 ქულით მესამე ადგილზეა, მის წინ მყოფ ხორვატიას და ისლანდიას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

0.128177