ფეხბურთი

11:44 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს პარიზელები 1 აგვისტოს ელიან

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” შემტევის ნეიმარის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლის ოფიციალურად გამოცხადებას მიმდინარე კვირაში ელიან. ესპანური გამოცემების ცნობით, ფეხბურთელი ყატარში გაემგზავრა, სადაც 1 აგვისტოს, პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ ჰელაიფთან შეხვედრის შემდეგ, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პარიზელებს შეუერთდება.

მიმდინარე მოლაპარაკებით კმაყოფილია ნასერ ალ ჰელაიფი, რომელიც აცხადებს, რომ პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი ფრანგულ კლუბში გადასვლის შემთხვევაში ხელშეკრულებას გააფორმებს პსჟ-ს მფლობელ კომპანია Qatar Sports Investments-თანაც. ხელშეკრულების თანახმად, ბრაზილიელი ყატარში 2022 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩი გახდება და 5 წლის განმავლობაში 300 მილიონ ევროს მიიღებს.

0.112046