ფეხბურთი

23:55 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადი” ველას და რულის გაყიდვას არ აპირებს

“სოსიედადი” წამყვანი მოთამაშეების ხერონიმო რულის და კარლოს ველას გაყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ, ბასკური კლუბის პრეზიდენტმა ხოკინ აპერიბაიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “სოსიედადმა” ორივე მოთამაშის ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე ხელსაყრელი წინადადება მიიღო, თუმცა ძლიერი ფეხბურთელების გასხვისება მათ გეგმებში არ შედის და ყველა შემოთავაზება უარით გაისტუმრეს.

როგორც ირკვევა, აპერიბაის მიერ ნახსენები ვარიანტებიდან ერთ-ერთი “ნაპოლია”, რომელსაც რულის შეძენა სურს და ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ.

ცნობისთვის, რულის “ჩური ურდინთან” მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, ხოლო ველას ხელშეკრულება მომდევნო ზაფხულს ეწურება.

0.132804