ფეხბურთი

22:53 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" მოიგო, საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა

ქუთაისის "ტორპედომ" აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას" 2:1 მოუგო და ლიდერ თბილისის "დინამოს" სამი ქულითღა ჩამორჩება. როგორც ტურის დღევანდელ პირველ მატჩში ("დილა" -"დინამო" ბათუმი 1:2), ამჯერადაც პირველი გოლი ვინც გაიტანა, იმ გუნდმა წააგო.

"შუქურა" დავით ჩაგელიშვილის ახლოდან გატანილი გოლით დაწინაურდა, მაგრამ პირველივე ტაიმში გიორგი კუხიანიძის შორიდან გასროლილით გათანაბრდა ანგარიში, ხოლო 54-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ შეაგდო - ასისტენტობა გრიგოლ დოლიძემ გასწია.

ქუთათურებმა დაგეგმილი სამი ქულა მიითვალეს, აი, "შუქურას" მდგონარეობა კი ტურიდან ტურამდე მძიმდება.

30 ივლისი. ბათუმი. რაგბი არენა

ეროვნული ლიგა. მე-20 ტური

შუქურა (ქობულეთი) - ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:1)

შუქურა: მელნიჩენკო, ჩადუნელი, პომაზანი, ართმელაძე (ა.გურული 65), ჩაგელიშვილი, ჯეფინიო, კლიმიაშვილი (შალამბერიძე 69), მარსელინიო, კახელიშვილი (გოგილაშვილი 81), გოგიტიძე, რომან ჩაჩუა

მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ადამაძე, ბაბუნაშვილი (მამასახლისი 66), კაპანაძე (კაჭახიძე 60), კუხიანიძე (კორობკა 81), ფალავანდიშვილი, გურული, დოლიძე, ქიმაძე, ტუღუში

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 1:0 ჩაგელიშვილი (10), 1:1 კუხიანიძე (26), 1:2 კაპანაძე (54)

გაფრთხილება: კახელიშვილი, ართმელაძე - ფალავანდიშვილი

მსაჯი: ნონიკაშვილი

0.110284