დანიის ჩემპიონატის მესამე ტურში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" სტუმრად 1:2 წააგო "მიდტიულანდთან". ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა: მარჯვნიდან მწავვე დაბალი გადაცემა, რის შემდეგაც პურიემ ცარიელ კარში გაიტანა.
მთლიანობაში, კარგად ითამაშა ლობჟანიძემ. "რანდერსს" კი სამი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს, თუმცა ქვეყნის საუკეთესო გუნდებს ეთამაშა.
პოლონეთში გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" სტუმრად 1:1 დაასრულა "არკასთან", რომლის განაცხადშიც ლუკა ზარანდია არ ყოფილა. მერებაშვილს რაც შეეხება, შეუცვლელად გაისარჯა. "პოგონმა" კი შინ 0:1 წააგო "იაგელონიასთან". დამარცხებულთა განაცხადში იყო ახალწვეული ლაშა დვალი, თუმცა არ უთამაშია. მათე ცინცაძე კი 18-კაციან სიაში არ გახლდათ, რადგან მიკროტრავმა აქვს.