"საბურთალომ" მესამე ცდაზეც ვერ მოუგო "კოლხეთს". წინა წრის შეხვედრებში ფოთელებმა მოიგეს (3:0, 2:1), ამჯერად კი ფრე აღინიშნა. გოლი არ გასულა. გელა სანაიას გუნდი ბოლოსწინა ადგილზე დარჩა, ხოლო საბურთალოელები მეექვსე პოზიციაზე არიან. გუნდებს შორის სხვაობა რვა ქულაა.
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის დანარჩენი ორი შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება:
18:00. გორი. დილა - დინამო (ბთ)
20:00. ბათუმი. შუქურა - ტორპედო
ეროვნული ლიგა. მე-20 ტური
29 ივლისი. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
კოლხეთი (ფოთი) - საბურთალო (თბილისი) 0:0
კოლხეთი: სეფიაშვილი, გ. კილასონია, გოგონაია, ნონდი, კერძევაძე (ჯანელიძე 37), კაკულია, ბროვკო (ბახია 66), დაფე, ბოლქვაძე, ვ. კილასონია, ბუხაიძე (მაჩარია 74).
საბურთალო: კუპატაძე, მალი (ჩაბრაძე 54), მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, ხარაიშვილი, თარხნიშვილი, კოხრეიძე, ვოლკოვი (მამუჩაშვილი 77), შინდაგორიძე (ქოჩორაშვილი 62), მუიეცი
გაფრთხილება: თარხნიშვილი (24)
მსაჯი: ყრუაშვილი