ფეხბურთი

12:30 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტაბიძე: "ჩემთვის დღეს განსაკუთრებული მატჩია"

რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ “უფას” ქართველმა მცველმა ჯემალ ტაბიძემ “ურალთან” მატჩისწინ კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, მისთვის ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება, რადგან გასულ სეზონში სწორედ ეკატენინბურგელთა რიგებში გამოდიოდა.

“ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ვიმედოვნებ, რომ ეკატენინბურგში გამარჯვებას მოვახერხებთ. რთული თამაში იქნება, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გასულ სეზონში “ურალის” ღირსებას ვიცავდი. ამ გუნდთან ერთად რუსეთის თასის ფინალში ვითამაშე.

“ურალი” ძალიან კარგი გუნდია – კომპაქტურად თამაშობს, მაგრამ “უფაც” ძლიერია. ამიტომ, წინ საინტერესო მატჩი გველის და იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ”, - უთხრა კლუბის პრესსამსახურს ქართველმა მცველმა.

“უფას” ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს აქტივში, ხოლო ტაბიძემ ორივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა.

0.118105