მადრიდის “რეალის” შემტევის გარეტ ბეილის შეძენის მსურველთა შორის “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “ჩელსი” გააქტიურდნენ, თუმცა უელსელ ფეხბურთელს უახლოეს პერიოდში კლუბის შეცვლა არ სურს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, არც მადრიდელები გეგმავენ ამ ზაფხულს ბეილის გასხვისებას, თუმცა მათ თანამშრომლობაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება იქონიოს კილიან მბაპეს ტრანსფერმა. ესპანური გამოცემების ცნობით, თუკი “სამეფო კლუბი” “მონაკოსთან” ახალგაზრდა ფორვარდის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწევს, მადრიდელები ბეილს, დიდი ალბათობით, მაინც დათმობენ. ამ შემთხვევაში, მბაპეს სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტიასაც მისცემენ და იმ თანხის დიდ ნაწილსაც გამოიმუშავებენ, რომლის გადახდა ფრანგი ფეხბურთელის შესაძენად მოუწევთ.