ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ და მისმა პოლონელმა მეწყვილემ ალისია როსოლკამ ბაშტადის ტურნირის 1/4-ფინალში ჯესიკა მურის და პარათჰანა თომბარეს დუეტი იოლად 6:3, 6:2 დაამარცხეს. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. ნახევარფინალში ქართულ-პოლონური წყვილის მეტოქე ლისტერი-ნაიდენოვასა და ლემოინე-რუსის გამარჯვებული იქნება.
კალაშნიკოვამ ნახევარფინალში გასვლით 110 სარეიტინგო ქულა და 11 500 ევრო გამოიმუშავა.
ქართულ პოლონური წყვილი ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი.