“იუვენტუსის” გენერალური დირექტორის ბეპე მაროტას განცხადებით გუნდი “ლაციოს” შემტევის კეიტა ბალდეს ტრანსფერზე მუშაობს.
“ლაციოსთან მოლაპარაკებები დავიწყეთ, შეთავაზებაც გაკეთებულია, ვნახოთ რა მოხდება” – განაცხადა მაროტამ.
კეიტა ბალდე 2013 წლიდან “ლაციოს” ღირსებას იცავს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 135 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.