პატრიკ კლუივერტის უმცროსი შვილი, შეინი ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე ისაა, რომ ცნობილმა ამერიკულმა ფირმამ, Nike-მა ჰოლანდიელ ბავშვთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, შეინ კლუივერტი ამიერიდან სწორედ ამ კომპანიის ეკიპირებით გამოჩნდება საზოგადოებაში და სარეკლამო რგოლებშიც გადაიღებენ.
საინტერესო კი ის გახლავთ, რომ შეინი მხოლოდ 9 წლისაა და იგი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სარეკლამო სახე გახდა.
შეინ კლუივერტი ფრანგული პსჟ-ს აკადემიაშია და მისი თანაგუნდელი, მეტიც უახლოესი მეგობარი ქართველი, სანდრო ქუთათელაძე გახლავთ.