ფეხბურთი

21:43 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო

26 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ კურსის მონაწილეებთან პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი 10 დღის განმავლობაში ჩატარდება და მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კომპონენტს. ამ ეტაპზე სწავლებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 24 ლიცენზიის მაძიებელი გაივლის.

აღნიშნული კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს უკვე საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.

gff.ge

0.115811