ფიფამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ამბებს გააკონტროლებს. აღნიშნული ინფორმაცია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
საქმე ისაა, რომ ბერძნული ფეხბურთის სათავეში კორუფცია ბუდობს და ამის შესახებ ქვეყნის სპორტის ვიცე-მინისტრი სტავროს კონტონისი აცხადებს - ფეხბურთის ფედერაციაში არსებულმა დარღვევებმა ეპიდემიის ხასიათი მიიღოო.