ფეხბურთი

15:39 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

პოლონურ ექსტრაკლასაში ორი ტური გავიდა, თუმცა ნიკა კაჭარავას კიელცეს "კორონაში" არ უთამაშია, რადგან ტრავმირებული გახლდათ. დავინტერესდით, ამჟამად როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

worldsport.ge ნიკას მამას, თბილისის "დინამოს" მწვრთნელ კახა კაჭარავას დაუკავშირდა:

"ამჟამად ინდივიდუალურად ვარჯიშობს და წესით, მალე გუნდსაც უნდა შეუერთდეს. ზუსტად როდის, არ ვიცი. ნიკამ საქართველოს ნაკრებში თამაშისას იტკინა მუხლი და პოლონეთში რომ ჩავიდა, ვერ ვარჯიშობდა. ნემსი გაუკეთეს, დაიწყო ვარჯიში, მაგრამ ისევ ასტკივდა. შემდეგ ისევ ნემსი დასჭირდა. დღეს სურათს გადაიღებს და გამოჩნდება, თუ როგორი მდგომარეობა აქვს, მაგრამ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და წესით, საშიში არაფერი უნდა იყოს" - განაცხადა კახა კაჭარავამ.

0.118509