ლონდონის "ჩელსის" შემტევი იზი ბრაუნი მომდევნო ერთი სეზონის განმავლობაში "ბრაიტონში" იჯარის წესით გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ტრანსფერამდე 20 წლის მოთამაშეს "არისტოკრატებმა" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა.
ბრაუნი "ვესტ ბრომვიჩის" აკადემიის აღზრდილია და "ჩელსის" 18-წლამდელთა გუნდს 2013 წელს შეუერთდა. იზი ლონდონელთა მთავარ გუნდში არ დაუწინაურებიათ და რამდენიმე გუნდში განათხოვრებული იყო. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა.