ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილემ პოლონელმა ალისია როსოლსკამ ბაშტადის ტურნირის 1/8-ფინალში რუმინულ-ტაილანდური დუეტი ირინა ბარასა-ვარატჩაია ვონგტეანჩაი 6:2, 3:6, 10:7 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 9 წუთს გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ კალაშნიკოვა და როსოლკა ტურნირზე მეორე ნომრად არიან განთესილნი. მეოთხედფინალში ქართულ-პოლონური წყვილი ჯესიკა მურის და პარათჰანა თომბარეს შეხვდება.