ბრაზილიელი გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” კალათბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით მარსელინიომ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბოლო ორი სეზონია უერტასი “ლეიკერსის” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 4.5 ქულას და 3.4 პასს აგროვებდა.