ზაურ სვანაძე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს ბაქოს "ინტერთან". შესაბამისად, გუნდში მის დამხმარედ კვლავაც იმუშავებს რამაზ სვანაძეც.
"ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არაა. კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ და შევთანხმდით, რომ გუნდში ვრჩები. უახლოეს დღეებში კონტრაქტის დეტალებს გავეცნობი და ხელს მოვაწერ" - განაცხადა თბილისის "დინამოს" ოქროს თაობის ნახევარმცველმა.
"ინტერი" ფინანსურ კრიზისშია და იმასაც არ ელოდნენ, ევროპის ლიგაზე სერბულ "მლადოსტს" თუ გამოთიშავდნენ. მეორე ეტაპზე კი სვანაძის გუნდი ლუქსემბურგის "ფოლასთან" გავარდა.