“ლივერპულის” ნახევარმცველმა ემრე ჩანმა, შესაძლოა, კარიერა იტალიის სერია A-ში, კერძოდ კი ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელოს.
მოგეხსენებათ, 23 წლის გერმანელის მიმართ “ბებერი ქალბატონი” ზაფხულის დასაწყისში იჩენდა ინტერესს, თუმცა მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობდა და პროგრესი თითქმის არ იყო.
TMW-ის ცნობით, ფეხბურთელის ღირებულება 30 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
გასულ სეზონში ჩანმა “წითლების” შემადგენლობაში” 40 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.