“ვილიარეალმა” ახალგაზრდა ნახევარმცველი პაბლო ფორნალსი დაიმატა. “ყვითელი წყალქვეშა ნავების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
“მალაგამ” პაბლოს გაყიდვით 12 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ფორნალსი “მალაგას” საფეხბურთო სკოლის აღზრილია და ძირითად გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა. მან გასულ სეზონში ანდალუსიური კლუბის რიგებში 34 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.