ფეხბურთი

18:47 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლაშა დვალი "პოგონში" გადავიდა

22 წლის ქართველი მცველი ლაშა დვალი პოლონურ "პოგონში" გადავიდა. მან ორწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "პოგონში" დვალს თანატოლი ქართველი ფეხბურთელი დახვდა: ნახევარმცველი მათე ცინცაძე.

ლაშა შარშან ამ დროს გერმანული "დუისბურგიდან" გადავიდა პოლონურ "შლიონსკში", სადაც ნახევარი წელიწადი ითამაშა და იჯარის წესით ყაზახურ "ირტიშში" წავიდა. ორივე ამ კლუბში, დვალს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.

ლაშა დვალს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 2015 წლის 29 მარტს ჰქონდა დებიუტი: საქართველო-გერმანია 0:2.

რაც შეეხება "პოგონს", ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში გუნდმა ერთი მატჩი მოიგო და ერთიც წააგო.

ლაშა "პოგონში" 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.119507