ფეხბურთი

21:19 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანდრევას კონტესთან მუშაობა უნდა

იტალიური “ინტერის” ნახევარმცველმა, ანტონიო კანდრევამ კარიერა, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ ლონდონის “ჩელსში” გააგრძელოს.

Premium Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის იტალიელს ანტონიო კონტესთან სურს მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ “ნერაძური” და “არისტოკრატები” კანდრევას ფასზე ჯერაც ვერ შეთანხმდნენ, რადგან “ინტერს” სურს 25 მილიონი, “ლურჯები” კი მხოლოდ 18 მილიონის გადახდას აპირებენ.

გასულ სეზონს კანდრევამ სერია A-ს 38 მატჩში 6 გოლი და 10 საგოლე გადაცემა დააგროვა.

0.113964