ფეხბურთი

20:23 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” და “მანჩესტერი” ნაბი კეიტასთვის იბრძოლებენ

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ლაიპციგის” ცენტრალური ნახევარმცველით, ნაბი კეიტათი დაინტერესდა. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აპირებს “ლაიპციგს” შეთავაზება გაუკეთოს, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ამ პოზიციაზე “მანჩესტერი” რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, თუმცა წარუმატებლად და კლუბის მთავარი მიზანი სწორედ გვინეელის დამატებაა.

აღსანიშნავია, რომ ნაბი კეიტათი “ლივერპულიცაა” დაინტერესებული, რომელმაც 22 წლის მოთამაშეში “ლაიპციგს” 83 მილიონი ევრო შესთავაზა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.104668