ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კონკაკაფის ოქროს თასის გათამაშების ფინალში გავიდა. აშშ-მ ნახევარფინალში კოსტა რიკის ეროვნული გუნდი 2:0 (VIDEO) დაამარცხა.
ჟოზი ალტიდორმა 72-ე წუთზე კლინტ დემპსის გადაცემით თავისიანები დააწინაურა, ხოლო დემპსიმ 82-ე წუთზე თავადაც გამოიჩინა თავი, ნაკრებში 57-ე გოლი გაიტანა და აშშ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლენდონ დონოვანს გაუთანაბრდა.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მექსიკის და იამაიკის გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 24 ივლისს ღამის 05:00 საათზე დაიწყება.