ჩოგბურთი

11:30 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირზე ფერერს შეხვდება

ჰამბურგში გასამართ გერმანიის ღია პირველობის პირველ წრეში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დავიდ ფერერს შეხვდება. ესპანელი ჩოგბურთელი ტურნირზე მერვე ნომრადაა განთესილი. შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება, ხოლო მატჩის დაწყების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნული ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს კორტზე არ შეხვედრილან. ფერერი ამჟამად 46-ე ადგილზეა, თუმცა ბასტადის ტურნირის ფინალში გავიდა და ორშაბათს მინიმუმ 10 ადგილით მაინც დაწინაურდება რეიტინგში. ნიკოლოზს კი განახლებულ რეიტინგში დიდი ვარდნა ექნება და 51-დან მინიმუმ 62-ე ადგილამდე დაეშვება. აღნიშნულ წყვილს შორის გამარჯვებული კარლოს ბერლოკსა და კვაიფიკაციიდან დაწინაურებულს შორის საუკეთესოს შეხვდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1 499 940 ევროა. პირველი ნომერი ჰამბურგის ტურნირის ალბერტ რამოს-ვინოლასია, ხოლო განთესილთა შორის მეორე პაბლო კუევასია.

0.117084