“ვესტ ჰემმა” ავსტრიის ნაკრების შემტევი მარკო არნაუტოვიჩი გაიფორმა. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ავსტრიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, “სტოკის” ბიუჯეტი 22.3 მილიონი ევროთი შეივსო.
არნაუტოვიჩი “სტოკში” 2013 წელს “ვერდერიდან” გადავიდა. მან ამ დროის განმალობაში “დურგლების” მაისური 145-ჯერ მოირგო და 26 გოლი გაიტანა.