ეროვნული ლიგა 2 განახლდა და დღეს ყველაზე დრამატული მატჩი "ცხინვალსა" და "მეშახტეს" შორის შედგა. 85-ე წუთამდე "ცხინვალი" 2:1 იგებდა და მესამეც გაიტანა, რაც ფაქტობრივად, მოგების გარანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დარჩნილ მცირე დროში შალვა ფურცხვანიძემ ორი გოლი მიითვალა და შეხვედრა 3:3 დასრულდა.
ორივე გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
"რუსთავმა" და "სიონმა" თავიანთი საშინაო მატჩები მოიგეს. რუსთაველებმა ეს უფრო იოლად მოახერხს, 3:0 აჯობეს "გურიას", ხოლო ბოლნისელებმა 1:0 სძლიეს აუტსაიდერ "ზუგდიდს".
ცხინვალი - მეშახტე (ტყიბული) 3:3
გოლები: 1-0 მაისურაძე (21), 2-0 ლეჟავა (55), 2-1 ჭრელაშვილი (69), 3-1 მაქაცარია (85), 3-2 ფურცხვანიძე (88), 3:3 ფურცხვანიძე (90+6)
სიონი (ბოლნისი) - ზუგდიდი 1:0
გოლი: 1:0 გელაშვილი (45 საკ.კარში)
რუსთავი - გურია (ლანჩხუთი) 3:0
გოლები: 1:0 ქათამაძე (11), 2:0 სიჭინავა (45), 3:0 მეტრეველი (66)
გუშინ გაიმართა "მერანი"-"გაგრა", რომელიც მარტვილელებმა 2:1 მოიგეს.
გოლები: 1:0 ტრეტიაკი (43), 2:0 ჩუკურა (79), 2:1 თუთბერიძე (90+2)
23 ივლისს მცხეთაში 18:00 საათზე დაიწყება "ვიტ ჯორჯია"-"სამგურალი"
1. | ![]() | 19 | +30 | 45 |
2. | ![]() | 19 | +23 | 42 |
3. | ![]() | 19 | +14 | 36 |
4. | ![]() | 19 | +3 | 34 |
5. | ![]() | 18 | 0 | 28 |
6. | ![]() | 18 | +6 | 27 |
7. | ![]() | 19 | -12 | 18 |
8. | ![]() | 19 | -16 | 16 |
9. | ![]() | 19 | -23 | 13 |
10. | ![]() | 19 | -25 | 8 |