გამოქვეყნდა უეფას ახალი საკლუბო რეიტინგი. ეს მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპები დასრულდა. საქართველო 44-ე ადგილზეა: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 5.000 ქულა აქვს. ამჟამად ევროპის 11 ქვეყანას ვუსწრებთ.
შესაძლოა გაგვისწროს ლიტვამ, რომელიც 46-ე საფეხურზეა და ორი კლუბი დარჩენილი ჰყავს ევროპა ლიგაზე. ლიტვას 4.625 ქულა აქვს. ასევე, 48-ეზე მყოფ ლუქსემბურგს ჰყავს ერთი კლუბი ევროპა ლიგაზე. ლუქსემბურგს 4.375 ქულა მოუგროვდა და არაა გამორიცხული, რომ ჩამოგვიტოვონ.
შეგახსენებთ, წლეულს საქართველომ 0.125 ქულა აიღო. მხოლოდ ერთი ფრე და შვიდი მარცხი.