ჩილეს ნაკრების მცველი მაურისიო ისლა ამიერიდან სტამბოლის “ფენერბახჩეში” ითამაშებს. თურქული კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ისლამ გასული სეზონი იტალიურ “კალიარიში” გაატარა, რომლის რიგებში ჩატარებულ 34 მატჩში, 1 ერთი გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.